Terms and Conditions

შპს ჩამოიტანე შემდგომში ექსპედიტორი კომპანია (კომერციული დასახელებით ჩამოიტანე), ვებ-გვერდი: www.chamoitane.ge  ტელ: (+995) 597 00 44 55, მისამართი: ცაგარელის 92, თბილისი და მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს ექსპედიტორი კომპანიის გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს მომხმარებლის ხუთნიშნა ან ექვსნიშნა ნომერი (იგივე ოთახის ნომერი), რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის ჩამოსვლისას საბაჟო დოკუმენტაციაში და ექსპედიტორი კომპანიის მონაცემთა ბაზაში, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:


1. ხელშეკრულების საგანი

1.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ექსპედიტორ კომპანიის საწყობიდან (რომელიც მდებარეობს თურქეთში შემკვეთის მიერ გადაგზავნილი და ექსპედიტორის მიერ მიღებული ტვირთის საქართველოში საექსპედიციო გადაზიდვის მომსახურების გაწევა, რომელსაც ექსპედიტორი კომპანია უზრუნველყოფს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე.

1.2 ექსპედიტორი კომპანიის მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება ვებ-გვერდზე www.chamoitane.ge;  მომსახურების პირობები საჯაროა. ექსპედიტორი კომპანიის მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ.


2.  ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის წონის დამრგვალება და გადახდა

2.1  ტრანსპორტირების ღირებულება გამოთვლება ამანათის რეალური წონიდან.

2.2  ნივთის მინიმალური წონა: - მრგვალდება 100 გრამის სიზუსტით.

2.2  ტრანსპორტირების საფასური არის 2,4 აშშ დოლარი 1 კგ-ზე დაანგარიშდება,  გადახდის დღისთვის არსებული თი–ბი–სი ბანკის დოლარის შესყიდვის კურსით ლარებში.

2.3  სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.сhamoitane.ge ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით. სხვა შემთხვევაში თანხის მიღების დადასტურება დროულად არ მოხდება, რაც გამოიწვევს ამანათების მიღების შეფერხებებს.

2.4 მხარეთა შორის ანგარიშსწორება გადასახდელი წონის ამანათების შემთხვევაში ხორციელდება ტვირთების ჩამოტანის შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღეში. ვადის გადაცილების შემდეგ ტვირთს ყოველდღიურად დაერიცხება შენახვის საკომისიო საექსპედიტორო მომსახურების საინვოისო ღირებულების მიხედვით, კილოგრამზე 50 თეთრის ოდენობით.

2.5 შემკვეთი, ექსპედიტორის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, გადაუხდის თანხას რომელიც გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.

2.6 ამანათის შპს’ჩამოიტნეს’-  საწყობში მოსვლის და მისი ტრანსპორტირების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ტრანსპორტირების საფასური. ვალდებულება ძალაში რჩება ამანათის სახელმწიფოსთვის გადაცემის შემთხვევაშიც.

2.7 ამანათის გატანისას მომხმარებელი ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს შიგთავსი. დაზიანების შემთხვევაში ადგილზევე შეატყობინოს პასუხისმგებელ პირს. ინფორმაციას განიხილავს შესაბამისი სამსახური და მომხმარებელი გონივრულ ვადაში მიიღებს პასუხს.

2.8 მომხმარებელი თანხომას აცხადებს მიიღოს მოკლე ტექსტირი შეტყობინებები შპს ჩამოიტანესგან- ბრენდ სახელით сhamoitane


3. ამანათების ზომაში შემცირების სერვისი

3.1 ზომის შემცირების სერვისი გულისხმობს ამანათის სიცარიელის მაქსიმალურად შემცირებას საფოსტო ყუთის დახარისხებისა და გადაკეცვის ხარჯზე. ყველა ის ამანათი, რომელშიც ყუთის ერთ მხარეს შეიძლება დარჩეს 1-2 სმ სიგანე, ჩაითვლება შემცირებულად.

3.2 მოცულობის შემცირების მიზნით   შპს “ ჩამოიტანე“ უსასყიდლოდ ახდენს ამანათების გადაფუთვას. გადაფუთვა ხდება ავტომატურად და კლიენტს არ სჭირდება ამ სერვისის სპეციალურად მითითება.

3.3 უსაფრთხოების მიზნით არ ხდება საჩუქრის ამანათების ან მალფუჭებადი პროდუქციისა და ელექტრო მოწყობილობების ამანათების ზომის შემცირება. კომბინირებული პროდუქტის შემთხვევაში, ამანათების ზომა მაქსიმალურად შემცირდება. კომბინირებულ შემადგენლობაში შედის: ტანსაცმელი + ფეხსაცმელი, ტანსაცმელი + ბიჟუტერია, ფეხსაცმელი + საათები და ა.შ.

მომსახურება არ გავრცელდება შემდეგი სახის პროდუქციაზე: (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა....) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს საექსპედიტორო მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.


4. შემკვეთი, ანუ მომხარებელი ვალდებულია

4.1 ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად. გარდა ამისა, შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.

4.2 საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.

4.3 ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.

4.4 შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.

4.5 შემკვეთი ვალდებულია ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და ექსპედიტორი კომპანია არ აიღებს პასუხისმგებლობას ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.

4.6 შემკვეთი ვალდებულია, დაზიანებული ან უკვე გახსნილი ამანათის მიღების შემთხვევაში არ ჩაიბაროს ამანათი და წინასწარ აცნობოს ამის შესახებ კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვით. ამგვარი ამანათის გახსნის შემდეგ, ექსპედიტორი კომპანია მოიხსნის პასუხისმგებლობას ამანათის შიგთავსის, ანუ პროდუქციის ხარისხზე, ნაკლზე ან დანაკლისზე.


5. საკურიერო მომსახურება

5.1 მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საკურიერო მომსახურებით:  თბილისის მასშტაბით და საკურიერო სერვისით რეგიონებში. საკურიერო მომსახურებას ახორციელებს შპს შპს „იზი გრუპ“. 

5.2 კურიერის მომსახურების ღირებულება თბილისში  2 კგ მდე , ერთი მომხმარებლისთვის მისატან ამანათზე შეადგენს 6 ლარს. 2კგ-დან 10 კგ.მდე - 10 ლარს. თუ ამანათის წონა აღემატება 10 კგ-ს, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ყოველ 1 კგ-მდე - 1,1 ლარით (მაგალითად, თუ ამანათის წონაა 21,8 კგ, ამანათის წონა დამრგვალდება 22 კგ-მდე და გამრავლდება 1,1 ლარზე). კურიერით სარგებლობისთვის, ამანათების მართვის პანელში, განყოფილებაში "ჩამოსულია" უნდა გაკეთდეს მოთხოვნა "საკურიერო მომსახურება" ღილაკზე დაჭერით. საკურიერო სერვისი ხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ამანათის მიტანის მიახლოებითი ვადა შეადგენს 4 სამუშაო დღეს.

5.3 საკურიერო სერვისი) ხორციელდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. რეგიონული საკურიერო მომსახურება სრულდება მომხმარებლის მოთხოვნით, ამანათების მართვის გვერდიდან. რეგიონული საკურიერო მომსახურების ღირებულება ყოველ 2კგ-მდე ნებისმიერი რაოდენობის, ერთი მომხმარებლისთვის მისატან ამანათზე შეადგენს 8 ლარს. 2 კგ-დან 5 კგ.მდე - 11 ლარს. თუ ამანათის წონა აღემატება 5 კგ-ს, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ყოველ 1 კგ-მდე - 3,6 ლარით (მაგალითად, თუ ამანათის წონაა 21,8 კგ, ამანათის წონა დამრგვალდება 22 კგ-მდე და გამრავლდება 3,6 ლარზე). ამანათის მიტანის მიახლოებითი ვადა შეადგენს 4-6 სამუშაო დღეს.

5.4 საკურიერო მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ყველა გადასახდელი ინვოისის გადახდა. 

5.5 კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ მისამართზე და მხოლოდ ერთხელ. კურიერის საფასურის გადახდა ხდება პრიდაპირ კურიერთან.

5.6 ვებ–გვერდიდან მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე, სხვა შემთხვევაში ამანათის გატანა შეცვლილ მისამართზე არ მოხდება.

5.7 შეზღუდულია მისამართის შეცვლა და გადამისამართება ოფისში სატელეფონო ზარით ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

5.8 კურიერი არ აიტანს ამანათს სართულებზე.

5.9 მისამართზე მისვლამდე კურიერი დარეკავს მომხმარებლის გვერდზე დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე, რათა გადასცეს მომხმარებელს ამანათი. თუ დაკავშირება რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მოხდა მომხმარებლის ან სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიზეზით, კურიერი წაიღებს ამანათს ფილიალში, საიდანაც მომხმარებელი ვალდებულია თვითონ გაიტანოს ამანათი.

5.10 ამანათის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს მიმღების (პირი, რომლის სახელი, გვარი ან/და სახელწოდება აწერია უშუალოდ ამანათს) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ქსეროასლი არ მიიღება. იმ შემთხვევაში თუ ამანათს იბარებს სხვა, მესამე პირი, რომელიც არ არის ამანათის მიმღები, მაშინ საჭირო იქნება ასევე იმ პიროვნების, ვინც უშუალოდ ჩაიბარებს ამანათს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.



6. ამანათის გადაცემა მესამე პირზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია წარადგინოს:

6.1 როგორც ამანათის მიმღების, ასევე გამტანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი

6.2 მიიღება ასევე ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.



7. ტრანსპორტირება

7.1 ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 10-20 დღეს.

7.2 ტრანსპორტირების ღირებულების ინვოისი გამოიგზავნება თბილისში ტვირთის ჩამოსვლისას

7.3რეისების განრიგი არ არის ფიქსირებული და კომპანია  პასუხისმგებლობას გარკვეული მიზეზების გამო ტრანსპორტირების დაგვიანებაზე

7.4.მომხმარებლის მიერ ამანათის მიღებაზე უარისა და გამგზავნთან ამანათის დაბრუნებაზე მოთხოვნის წარმოდგენის შემთხვევაში (თუკი ამანათი იმყოფება აშშ-ში), დასაშვებია ამანათის უკან გაგზავნის მომსახურეობის უზრუნველყოფა შესაბამისი ქვეყანაში, თუკი მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს მისთვის სასურველი საკურიერო მომსახურების საშუალებით ამანათის თურქეთის საწყობიდან გაგზავნას. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი თავად უნდა დაუკავშირდეს ამანათის გამგზავნ საკურიერო კომპანიას და უზრუნველყოს გადაზიდვის ორგანიზება

7.5 ექსპედიტორი კომპანია თავად არ ეწევა ამანათების უკან გაგზავნის მომსახურებას, არ იღებს უკან დაბრუნების საბუთს ("RMA" ან "Shipping Label") და არ უწევს მომხმარებელს გადაზიდვის ორგანიზებას. აღნიშნული მომსახურებას კომპანია არ ეწევა არც თურქეთის-ს და არც საქართველოს საწყობებიდან. ამის ნაცვლად, ექსპედიტორი კომპანიაა გაატანს მითითებულ ამანათს მესამე პირს, მომხმარებლის ინსტრუქციის შესაბამისად

7.6 მომხმარებელი უფლებამოსილია ექსპედიტორ კომპანიას წინასწარ 24 საათით ადრე წარმოუდგინოს ამანათის გამტანი სუბიექტის საპასპორტო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ასეთ შემთხვევაში, კომპანია ამანათის გამტან პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უსასყიდლოდ გაატანს ამანათს თურქეთის-ს საწყობიდან ხოლო საქართველოს საწყობიდან ტრანსპორტირების ღირებულების და სხვა საბაჟო ვალდებულებების გადახდის შემდეგ

7.7 თუკი 30 დღეში მომხმარებელი არ გადაიხდის საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას და არ გაიტანს ამანათს, ასეთ ამანათზე ავტომატურად გავრცელდება კანონისმიერი გირავნობის უფლება და კომპანია უფლებამოსილია გაასხვისოს ამანათში არსებული პროდუქცია ან დარჩეს მის საკუთრებაში


8. დეკლარირება

 

8.1 მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ამანათის დეკლარირება. დეკლარირება მოიცავს პროდუქციის გამომგზავნის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითებას ყველა ამანათზე ვებ გვერდიდან Сhamoitane.ge


8.2 ამანათების დეკლარირების ვადა განისაზღვრება რეისის გამოგზავნიდან 5 კალენდარული დღით.ამანათის დეკლარირების ვადაგადაცილების შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება დამატებითი გადასახადის გადახდა, ყოველ ამანათზე ფიქსირებული 6 ლარის ოდენობით.


8.3 დეკლარირებული თანხა აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს შეძენილი ნივთის რეალურ ღირებულებას. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს

არასწორად დეკლარირებისას, სახელმწიფოს მიერ მომხმარებლისთვის საჯარიმო ოქმის გამოწერის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება დამატებით საბაჟო მომსახურების ღირებულება, რომელიც განისაზღვრება ყოველ ამანათზე 10 ლარით. დამატებითი გადასახდელები დაანგარიშდება და გადაიხდება სატრანსპორტო ღირებულებასთან ერთად. ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში ამანათი მომხმარებელზე არ გაიცემა.


8.4 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ შეავსებს გადამზიდავი გზავნილის დეკლარაციას (საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას), გზავნილი გაჩერდება საბაჟოზე. მომხმარებელმა 8 დღის განმავლობაში უნდა მოახერხოს გზავნილის დეკლარირება (წარმოადგინოს ინვოისი ან ჩაუტაროს საბაჟო ექსპერტიზა).



9. განბაჟება:

9.1 ამანათები, რომელთა ფასი აღემატება 300 ლარს ან აღემატება 30 კილოგრამს საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება განბაჟებას

9.2 ტვირთის განბაჟების პროცედურებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, თუმცა კომპანია გაუწევს მომხმარებელს დახმარებას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისას.

9.3 სავალდებულოა შპს „ ჩამოიტანეს“–ს მომსახურების გადახდა განბაჟების პროცედურების დაწყებამდე, ინვოისის გაგზავნიდან 2 დღის ვადაში.

9.4 განსაბაჟებელი ამანათების დოკუმენტაციის მომზადების თანხა განისაზღვრება 10 ლარით თვითოეულ დეკლარაციაზე.

9.5 იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას ექსპედიტორ კომპანიას, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), ექსპედიტორი კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

9.6 ისეთი ამანათები, რომელთა იდენტიფიცირებას (ექაუნთის ნომრის ან თრექინგ ნომრის ან სახელის ან გვარის გარეშე) საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას ვერ მოხდენს კომპანია, ასეთი ამანათი დაექვემდებარება სახელმწიფოსათვის გადაცემას, თანახმად საბაჟო კანონმდებლობისა. არაიდენტიფიცირებად ამანათებზე პრეტენზიები არ მიიღება და პასუხისმგებლობა არ დაეკისრება კომპანიას. ამასთანავე, ტრანსპორტირების თანხის გადახდაზე კომპანიის მოთხოვნის უფლება ანულირებულად ჩაითვლება. მაგალითისათვის: თუკი საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოვიდა ამანათი, რომელსაც არ გააჩნია ექაუნთის ან თრექინგ ნომერი (თუნდაც იკითხებოდეს შემკვეთის სხვა მონაცემები) ამანათი ჩაითვლება არაიდენტიფიცირებულად და გადაეცემა სახელმწიფოს 3 (სამი) დღის ვადის გასვლის შემდეგ. ხოლო თუკი საბაჟო საზღვარზე შემოსვლიდან მომხმარებელი 3 კალენდარული დღის განმავლობაში დააზუსტებს თრექინგ კოდს და ექაუნთის ნომერს ამანათების მართვის გვერდზე ან აპლიკაციაში, ამანათს მიენიჭება იდენტიფიცირებულის სტატუსი.

9.7 დეკლარირების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ამანათი გადაეცემა სახელმწიფოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


10. პროდუქცია რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია

10.1 იხილეთ პროდუქციის ჩამონათვალი. მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში ექსპედიტორი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.

10.2 იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას ექსპედიტორი კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გადაცემულ ამერიკულ მისამართზე, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის გამომგზავნ მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომსახურების უპირობო შეწყვეტას და მომხმარებლისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რაც განისაზღვრება ექსპედიტრორი კომპანიისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით.



11. სხვა შეზღუდვები და პირობები

11.1 მომხმარებლის ან ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან, შეურაწმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, სხვა საექსპედიტორო კომპანიის პირდაპირი ან ირიბი რეკლამირება, როგორც ელ–ფოსტით, ასევე ტელეფონზე, ჩათით ან თანამშრომლების მიმართ პირადად, ასევე კომპანიის ფეისბუკის გვერდზე და ბლოგის გვერდზე გამოიწვევს მომხმარებლის ან გამოვლენილი მოქალაქის სერვისის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას, ხოლო კომპანიის ფეისბუკის ან ბლოგის გვერდებიდან მის მიერ გავრცელებული ტექსტის ან კომენტარის გაუქმებას და ბლოკირებას.

11.2 კომპანია უფლებას იტოვებს უარი თქვას საექსპედიტორო სერვისის მიწოდებაზე იმ პირებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სხვა საექსპედიტორო კომპანიას, არიან მათი დამფუძნებლები, დირექტორები თუ სხვა მენეჯმენტის რგოლში მომუშავე პირები.

11.3 ყველა ინფორმაცია და პირობა რომელიც www.chamoitane.ge ვებ–გვერდზეა განთავსებული, მათ შორის ტექსტური მასალა ნამდვილია და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ შეთანხმებად. აღნიშნული პირობების მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან, კომპანიის ვებ–გვერზე შესაბამისი „ვეთანხმები“ ღილაკის დაჭერით.

11.4 ექსპედიტორი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამერიკიდან საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და თურქეთის მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე, ასევე რეგისტრაციისას მიღებულ ელექტრონულ წერილში.

11.5 ექსპედიტორი კომპანია ვალდებულებას იღებს კლიენტთთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობების გვერდზე.

11.6 ექსპედიტორი კომპანია უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუკის თუ ბლოგის კომენტარები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.

11.7 მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გადაზიდულ ამანათთან არის დაკავშირებული) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

11.8 ოთახის ნომერი, რომელზეც არცერთი ამანათი არ ფიქსირდება ჩაითვლება არა-აქტიურად და რეგისტრაციიდან 3 თვის შემდეგ გაუქმდება

11.9 მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. ექსპედიტორი კომპანია არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.

11.10 ექსპედიტორი კომპანია უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.

11.11 მომხმარებლის სახელი და გვარის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ აღარ ხდება, კომპანიის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციების გარეშე. ინსტრუქციები გულისხმობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ოფისში, ელ-ფოსტაზე დადასტურებას და სხვა.

11.12 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა და ექსპედიტორის უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.